Search

+

პროგრესის შესახებ (ჩვენს შესახებ)

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ დაარსდა 2002 წელს ქალბატონ ნინო ჩიკვაშვილის ძალისხმევით. სკოლის პირველი კამპუსი გაიხსნა ქალაქ ქუთაისში, ბათუმის ფილიალი -2016 წელს,  თბილისში ქალბატონებმა  ნინო ჩიკვაშვილმა და რუსუდან ბოლქვაძემ დაარსეს    შპს ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“, რომელმაც პირველ მოსწავლეებს კარი 2017 წელს გაუღო.

სკოლა „პროგრესი“ გთავაზობთ ბრწყინვალე ეროვნულ და საერთაშორისო განათლებას სკოლამდელი აღზრდიდან დაწყებული საშუალო საფეხურის ჩათვლით, ორენოვან და მრავალენოვან გარემოში. „პროგრესმა“ 2011 და 2016 წლებში წარმატებით გაიარა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  აკრედიტაცია.

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესში“ დასაქმეულია 120 თანამშრომელი. სკოლის   ლიდერთა და პედაგოგიური გუნდი აერთიანებს მაღალკვალიფიციურ ადმინისტრატორებს და მასწავლებლებს, რომლებიც ერთგულნი არიან თავიანთი პროფესიის და ეხმარებიან ჩვენს მოსწავლეებს, როგორც აკადემიურ, ისე სკოლის გარეშე აქტივობებებში. ჩვენი სკოლის ბიბლოითეკარები, სკოლის ექთანი, მანდატურები, მოსწავლეთა აქტივობების კორდინატორი, დამხმარე მასწავლებლები, სკოლის უსაფრთხოებაზე და სისუფთავეზე პასუხისმგებელი  ადამ­იანები უზრუნველყოფენ სკოლის ყოველდღიურ წარმატებულ საქმიანობას. ჩვენი სკოლა არის ცოცხალი სასკოლო თემი, რომელიც ცვლის ადამიანებს უკეთესობისკენ, ადამიანებს, რომლებიც თავად შეცვლიან ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ.

პარტნიორები

ჩვენი მისია და ხედვა

ჩვენ შესახებ

ჩვენ ვართ პროფესიონალი და ერთგული თანამშრომლების გუნდი, ჩვენ შთავაგონებთ და ვახალისებთ ჩვენს მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას, ცნობისმოყვარეობას და პატივისცემას.

ხედვა

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მიზანია აღზარდოს პროგრესულად მოაზროვნე ლიდერთა თაობა, რომელიც ისწრაფვის უწყვეტი განათლებისკენ, პროგრესისა და უკეთესი მომავლისკენ ჩვენს სწრაფად ცვალებად მსოფლიოში.

მისია

ჩვენი მისიაა შევქმნათ უსაფრთხო და მზრუნველი გარემო, სადაც თითოეული მოსწავლე თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას შეძლებს.

ჩვენი ღირებულებები

ჩვენი ღირებულებები და რწმენა ხორცშესხმულია ჩვენი სკოლის კულტურასა და კლიმატში, რომელიც ჩვენმა სასკოლო საზოგადოებამ  შექმნა საქმისადმი ერთგულებით,  თავდადებით, ენთუზიაზმითა და შრომისმოყვარეობით.

მიღება

განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე

პირადობის მოწმობა

2 ფოტოსურათი (3/4)

დაბადების მოწმობა

ცნობა ჯანმრთელობის შესახებ ( ფორმა №27 )

ბოლო სიახლეები

30 სექ
10 სკოლა, რომელსაც ყველაზე მეტი სერტიფიცირებული მასწავლებელი ჰყავს
ცნობილია საქართველოს 10 სკოლა, რომელსაც ყველაზე მეტი სერტიფიცირებული მასწავლებელი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა ...
30 სექ
#MIA #STEM #Sciencefest2018
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტებმა ქუთაისის სამეცნიერო პიკნიკში მიიღეს მონაწილეობა. ქართულ-ამერიკული საერთშორისო ...
07 სექ
გაცვლითი პროგრამა პოლონეთში
🎉✈️🌏ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესი’’გთავაზობთ გაცვლით პროგრამას პოლონეთში . ⬇️ ➡️გაცვლითი პროგრამის მთავარი ...
28 ივნ
1 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება
14 ივნისს ამერიკულ უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ “პროგრესში” გაიმართა 1 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიები ...
28 ივნ
Start-up Weekend Youth Tbilisi
📚 ჩვენი სკოლის X-XI კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს Start-up Weekend Youth Tbilisi-ის კონკურსში, სადაც სხვადასხვა ...
28 ივნ
ტრენინგი თემაზე: ,,მიგრაცია და სტერეოტიპები”
ამერიკულ უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ ,,პროგრესში”, სამოქალაქო კლუბის ორგანიზებით მოწვეულ იქნა, თავისუფალი ...
28 ივნ
,,ევერესტის” მე-17 სეზონის გამარჯვებული
,,ევერესტის” მე-17 სეზონის გამარჯვებული, ოქროს სიგელის მფლობელი გიორგი კეკენაძე  
28 ივნ
ბიზნეს-უნარების გაკვეთილი
📚📊ბიზნეს-უნარების გაკვეთილი – ბიზნეს-გეგმის შედგენა ,,ლიმონათი“-ს მაგალითზე🍹 👩‍🎓👨🏻‍🎓III ბ კლასი Business plan of ...
29 მაი
ველო ტურნირი
ამერიკულ უმაღლეს საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ ,,პროგრესში”, მოეწყო ველო ტურნირი IX,X და XI კლასებს შორის, გამოვლინდნენ ...